საინტერესო ფაქტები ევა გრინის შესახებ

10996384_702816239840320_3318245315134325325_n

ევა გრინი ფრანგი მსახიობი – მისი დახასიათება ბევრნაირად შეიძლება. ევა გახლავთ ადამიანი, რომელსაც რისკზე წასვლისა არ ეშინია, არის ბნელი, იდუმალი და ჩაკეტილი, ამასთანავე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მორცხვი. დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი, უნაკლო სილამაზით, იუმორის გრძნობით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საოცრად განათლებულია. მიეკუთვნება იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც სურთ დასაფასებელი იყვნენ კარიერული თვალსაზრისით და არა ფიზიკური სილამაზით. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი ევა გაელ გრინის შესახებ, რომელმაც დიდ კინოში, ჰოლივუდის ინდუსტრიაში არაერთი გარდატეხა მოახდინა.

1484459_709517322503545_5729742855035951752_n

♔ ♔ ♔
                                                  საინტერესო ფაქტები

94141a9b49c64895e4649fbd47d79f98

☛ ევა გრინი დაიბადა 1980 წლის 6 ივლისს, პარიზში, საფრანგეთში.

☛ მისი სრული სახელია ევა გაელ გრინი.

☛ მისი სიმაღლეა 1.68 სანტიმეტრი.

☛ სამარკო ნიშანი: შავი თმები და ცისფერი თვალები, ძირითადად განასახიერებს მშვიდ და თავშეკავებულ პერსონაჟებს, ხმის ტემბრი.

10985316_706141522841125_4255442904812097557_n
☛ ევას დედა ფრანგი მსახიობი მარლენ იობერტი გახლავთ, ხოლო მამა კი შვედი სტომატოლოგი უოლტერ გრინი. დედა დაიბადა ალჟირში და ნახევრად ებრაელი გახლავთ.

☛ გრინის დიდი ბაბუა მამის მხრიდან გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი იყო.

☛ მას ჰყავს ერთი არა იდენტური ტყუპი და ჯოი.

df0cee54748bd77baae32f08b4e62dfc
✖ ბავშვობისას იყო ზედმეტად მორცხვი, რის გამოც დედამ გადაწყვიტა ევა მიეყვანა თერაპისთთან, თუმცა თავად გრინმა გადაწყვიტა, რომ მსახიობობა გაცილებით უფრო დაეხმარებოდა სიმორცხვის დაძლევაში.

✖ ის მხოლოდ ორი თვის იყო, როდესაც პირველად დაამშვენა ჟურნალის გარეკანი.

11021053_710617542393523_8326535536541309254_n
✖ გაიზარდა საფრანგეთში, თუმცა გარკვეული დრო გაატარა ლონდონსა და ირლანდიაში.

✖ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ეგვიპტოლოგიით, როდესაც 7 წლის ასაკში ესტუმრა ლუვრის მუზეუმს.

14 წლის ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი, როდესაც იხილა ფილმი ‘ადელის ისტორია’ იზაბელ აჯანისმონაწილეობით.

11040848_711199932335284_818849756784424088_n
★ მსახიობი გახლავთ ცნობილი ბრენდის ‘არმანის’ სახე. არმანიმ მას პირადად შესთავაზა თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც იხილა ფილმი ‘მეოცნებები’ და ჩათვალა, რომ ევა ძალიან გავდა იტალიელ ქალბატონებს.

★ ევა უკრავს ფლეიტაზე და პიანინოზე.

★ მისი საყვარელი მსახიობები არიან ხოაკინ ფენიქსი და ედუარდ ნორტონი.

★ 2006 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო ‘The Black Dahlia’-ში ჯოშ ჰარტნეტთან და სკარლეტ იოჰანსონთან ერთად, თუმცა შემოთავაზებას არ დათანხმდა.

b504992bc858bb8432b01348d02ed622

★ მისი ჰობია ხელოვნების ნიმუშებისა და რელიგიური ხატების შეგროვება და მუზეუმებში ხშირი სიარული.

★ გრინი გახლავთ რიგით მეხუთე ფრანგი ქალბატონი, რომელმაც განასახიერა ბონდის გოგონა.

b734e46df41d0210554851820cfe8ba1

★ ინგლისურს სწავლობდა ბრიტანეთში, კენტში.

★ მშობლები თავდაპირველად წინააღმდეგნი იყვნენ მათ ქალიშვილს მონაწილეობა მიეღო ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში ‘მეოცნებენი’, რადგან სცენარის მიხედვით ევა თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში შიშველი უნდა ყოფილიყო და თამამ სცენებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

3a5f3ce543ab06c2c0a7578f2257cbea

☢ ფილმ ‘ფრენკლინში’ არსებულ ატმოსფეროს აღწერს საკმაოდ უცნაურად, რადგან მისი პარტიორიც ფილმში რაიან ფილიპი მასავით მორცხვი აღმოჩნდა.

☢ უყვარს სირბილი და პილატეს გაკვეთილები.

☢ კარლა ბრუნის გაცნობამდე, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მას შესთავაზა მონაწილეობა მიეღო მის კამპანიაში, თუმცა ევამ თავაზიანად განაცხადა უარი.

☢ საკუთარ ფილმებს არც თუ ისე ხშირად უყურებს, რადგან არ მოსწონს, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ხედავს.

11001902_706998476088763_729970974086693632_n1800452_710634609058483_813619665557069417_n

☢ 2006 წელს გადაღებულ ‘Casino Royale’-ში თითქმის ყველა ‘action’ სცენაში გამოიყენეს დუბლიორი.

☢ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ცხოვრებაში იქნებოდა ბაყაყი.

☢ ერთ-ერთი მისი საოცნებო როლი გახლავთ სერიული მკვლელის განსახიერება.
cc049554121b09e7cbfdab6db0348d74

☞ მას არ უყვარს შოპინგი.

☞ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა ტიმ ბარტონთან, სტივენ დოლდრისთან და მარიონ კოტიართან.

☞ ურჩევნია, რომ ადამიანებმა შეაქონ მსახიობური ნიჭის გამო, ვიდრე სილამაზის.

☞ მისი ფავორიტი ქალბატონი მსახიობი გახლავთ იზაბელ აჯანი.

5e587377c90bddffe305bda16b8c6ff5

☞ 2005-2009 წლებში ხვდებოდა მსახიობ მარტონ კსოკას, რომელიც გაიცნო ფილმ ‘Kingdom of Heaven’-ის გადასაღებ მოედანზე.

☞ 2005 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმში ‘The Constant Gardener’, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ის რეიჩელ უეზლმა შეცვალა.

☞ მან სამჯერ განასახიერა ჯადოქარი: Dark Shadows-ში, Camelot-ში და The Golden Compass-ში.

4dde0481baa9c93af3d99a8e103743a8

☞ საკუთარ თავს მიიჩნევს თავშეკავებულ ადამიანად. ‘თავდაპირველად როდესაც ვინმე გამიცნობს ვგონივარ ცივი, უკონტაქტო ადამიანი. ალბათ ეს ჩემი ბრალია, რადგან საკმაოდ თავშეკავებული ვარ და მიჭირს გავეხსნა ყველას.’

☞ ის ცხოვრობს მარტო და პაპარაცებისგან თავის დახწევას საკმაოდ ოსტატურად ახერხებს. ‘ვფიქრობ, რომ ხალხს ძალიან გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ. არ მიყვარს კლუბური ცხოვრება და წვეულებები. გადაღებების შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვცდილობ განვიტვირთო ერთი ჭიქა წითელი ღვინისა და კარგი წიგნის დახმარებით.’

06514cc99162c049a2b34bd1c2e409f2

✖ სამომავლოდ გრინი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ჩამოშორდება დიდ ეკრანებს და თეატრს დაუბრუნდება.

✖ წლებია მხარს უჭერს ‘UNICEF’-ს და მათ რამოდენიმე კამპანიაშიც მიუღია მონაწილეობა.

✖ 2014 წელს, მისი მონაწილეობით დაიწყო ცნობილი სატელევიზიო შოუ ‘Penny Dreadful’. სერიალში მონაწილეობის შემდეგ ევა ალაპარაკდა საკუთარ სულიერ მხარეზე. ‘არ ვარ რელიგიური ადამიანი და მჯერა ზებუნებრივი ძალებისა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს რაღაც არაამქვეყნიური.’

38ec7ff646f9d290397e65169c7da3d8
✖ შეგნებულად ირჩევს განასახიეროს ბოროტი პერსონაჟები. ‘ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რათა გაუმკლავდე ყოველდღიურ ემოციებს.’

✖ გრინის ბუნებრივი თმის ფერია ქერა, თუმცა თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული იღებავს შავად.

✖ ევა იყო ძალიან კარგი სტუდენტი. დასვენების დღეებში მუშაობდა და არასოდეს ჰქონდა დრო დამტკბარიყო ცხოვრებით.
❀ ახლახან იყიდა პატარა ბინა ლონდონში და საკუთარ დროს ატარებს ინგლისსა და პარიზში.

❀ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ფილმში შიშველია ან ატარებს სექსუალურ და გამომწვევ სამოსს, რეალურ ცხოვრებაში ვერ იტანს სექსუალურად ჩაცმას.

❀ მსახიობობასთან ერთად მას სურს, რომ შექმნას მუსიკა ფილმებისთვის.

❀ როდესაც ემზადება როლისთვის უსმენს საუნდთრეკებს ან კლასიკურ მუსიკას. ‘უნდა იყოს ნამდვილად დრამატული შინაარსის, რადგან მე ხომ გიჟი ვარ.’

❀ ქალი მსახიობებიდან მას გარდა იზაბელ აჯანისა ხიბლავს ქეით ბლანშეტი მისი მისტიურობისა და მოკრძალებულობის გამო, ასევე ჟულიეტ ბინოში, ჰელენა ბონემ კარტერი, მარიონ კოტიარი, ჯულიანა მური.

❀ ბერტოლუჩიმ თავდაპირველად ჰკითხა მას თუ რა იცოდა პოლიტიკის, ლიტერატურის შესახებ და ბოლოს გაიხდიდა თუ არა. ევა დათანხმდა შემოთავაზებას მიუხედავად იმისა, რომ მშობლები და აგენტი კატეგორიულ უარზე იყვნენ. გაფრინდა ლონდონში, რათა საეკრანო ტესტი ჩაებარებინა ჯეკ ჟილენჰალთან ერთად, რომელსაც მეთიუს როლი უნდა განესახიერებინა, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადა, რადგან სიშიშვლე მისთვის მიუღებელი აღოჩნდა. მეთიუს როლზე მოიაზრებოდალეონარდო დიკაპრიოც, თუმცა იმხანად იგი ფილმ ‘ავიატორზე’ მუშაობით იყო დაკავებული.
☞ მისი საყვარელი ფერია შავი.

☞ რომ არა მსახიობი, ალბათ გახდებოდა მზარეული, რადგან უყვარს ჭამა და ამასთანავე კერძების მომზადებაც საკმაოდ კარგად გამოსდის.

☞ მისი პირველი ჰოლივუდელი გატაცება იყო ლეონარდო დიკაპრიო. ‘რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს მცხვენია, მაგრამ ნამდვილად მისი ფანი ვიყავი.’

☞ სასურველი მამაკაცი მისთვის გახლავთ ლიამ ნისონი.

☞ ევა ფიქრობს, რომ იდეალურია მამაკაცი მაშინ, როდესაც მას ესმის ქალის და უსმენს მას.

☞ პირველი რამ, რასაც მამაკაცში აფასებს ესაა ხმა.

დედამისი ხშირად დაყვება გადასაღებ მოედანზე ძირითადად მაშინ, როდესაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში.

☞ სექსუალური მამაკაცი: ‘ხოაკინ ფენიქსი. ფილმებში ისაა ბნელი, როკ ენ როლის ტიპაჟი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში საყვარელი და მორცხვი.’

☞ დიზაინერებიდან გამოარჩევს ჟან პოლ გოტიეს თავისი გოთურობის და სიგიჟის გამო.

☞ მისი საყვარელი ქალაქი პარიზის გარდა არის ლონდონი და ბერლინი.

☞ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის და ჯონი დეპი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ყვითელი პრესის მორიგი სიცრუე აღმოჩნდა.

0ad7baee5a4a0fda6f5759a1df47cb92 2c2729445077d21fe60371fb67d5bbab 2d0097f140bc2607e92d0241ee56f190 5cbd75f793edb06892a7d0e88962e595 5deebf9571094f9da8227f22923cf837 5e587377c90bddffe305bda16b8c6ff5 11debac006a76cc1ab93b0ad820ff1bc 31ff9736d3bb5cc800a6fb8f8ff1b039 062fa9ec525e0f728fddab9695ee29bc 90a2d3fd9c126486578cd753abe0c1b6 94f010d05876e0a79787b009410452db 161ddab1c99eb2f280c1a4be2a9bb19c 427ea56249277e3f70804515e1673194 948ae5cf4c8781dc5981234a61c2a520

Advertisements