წელს….

10264503_10152036968596262_3501635170669563845_n

შარშან ზაფხულში უჯვე გააზრებული მქონდა რამდენად რთული პერიოდი მელოდა წინ… აბიტურიენტობა- ცემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდი… წელი უძილობისა, მოწყენილობისა, ნერვიულობისა და კიდევ ათასი უბედურებისა… ეკრანის წინ ვზივარ და ვიხსენებ ყოველივეს, მეგიმება რამდენ სისულელეს ვაკლავდი თავს და ვამაყობ საკუთარი თავით ,თუმცა ცოტა უფრო რომ მომენდომებინა უკეთეს შედეფს დავდებდი… თავისებურად წლევანდელი წელიც საინტერესო იყო თავისი პატარ-პატარა გამობრწყინებებით, ყოველივე ამას კი რამდენიმე ადამიანის დამსახურებაა…. ვიცი ამას არც არავინ წაიკითხავს თუმცა უნდა მეთქვა … ბლოგი პრინციპში ჩემთვისაა შექმნილი… ვეთხოვები სკოლას ჩემს ქალაქს ნაცნობებს და მოუთმენლად ველი ახალ რაუნდს

1901266_660802497306712_4224549907796230941_n

WordPress School: Gallery

Lorelle on WordPress

Badge - Learn WordPress with Lorelle VanFossen at WordPress School.It is time to work on the third post in your article series on your test site. This post is your gallery post.

We’ve been working through some basic content features in WordPress including links, lists, headings, preparing images to upload to WordPress, embedding video, and exploring the visual and text editors on WordPress posts and Pages. Today we turn those images into beautiful galleries in Lorelle’s WordPress School free online course.

What is a Gallery in WordPress?

In WordPress, a gallery is a display of images on a post or Page. The images may be presented in a variety of formats and most typically are embedded as attachments, images that when clicked display the image in a post type called an attachment page featuring your header, sidebar, footer, and comment box for the WordPress Theme you are using.

Galleries maybe also be…

View original post 882 more words

ვინ ვარ მე?

tumblr_mbvwgv1nx21qkvtoto1_1280

ვინ ვარ მე? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ბევრს აინტერესებს, არა ჩემს პიროვნებაზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად თითოეული ადამიანი უსვამს ამ კითხვას თავის თავს (მე ასე მგონია) ბევრი არც იწუხებს მსგავსი პიქრებით თავს… მართალი გითხრათ მეც ეგრე ვიყავი სანამ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა  არ მომცა ესე დასაწერად. და მართლაც ვინ ვართ ჩვენ რა დნიშნულებით მოვევლინეთ ამქვეყნად. საინტერესო კითხვაა მაგრამ მე პირადად პასუხი ვერ ვიპოვე ან რაც ვიპოვე ძალიან პრიმიტიულია და დაწერა არ მინდა.
და მაინც ვინ ვარ მე?  ერთი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ამ ბლოგზე წერს :დ თანაც ამ ადამიანმა კარგად იცის რომ მხოლოდ ერთი მკითხველი ყავს, თუმცა ვაღიარებ ბლოგი იმისთვის შევქმენი, რომ ჩემი აზრები “გადმომეპრქვია” რადგან ზოგადად ცხოვრებაში მიჩევნია ჩუმად ვიჯდე და სხვებს მოვუსმინო…. თუმცაღა რაგაც დროის გასვლის შემდეგ დუმილიც მოსაბეზრებელი გახდა ჩემთვის… მოდი დავუბრუნდეთ თავდაპირველ თემას. მე ერრთი ამბიციური თუმცა ჩუმი ადამიანი ვარ, მაქვს გეგმები რომლებიც იმედია განხორციელდება. ასევე ზედმეტად ზარმაცი და მიმდობი ალოგიკურია თუმცა მინდა სრულიად შევიცვალო.. როგორც ხედავთ წერა საერთოდ არ მეხერხება ამიტომ ალბათ დროა მოვკეტო :დ მაგრამ მაინც ვინ ვარ მე?

tumblr_m801v1QZ6z1rvhhvso1_500

What the actual Fuck ?!

The World In Me

მონსტრი

კითხვა, რომელიც ურთიერთობების დასრულების შემდეგ გიჩნდება.

კითხვა, რომელიც ჩნდება მას შემდეგ, რაც beloved best friends become strangers.

WHAT THE ACTUAL FUCK ?!

როცა იყავით სულ ერთად და 24/7 ერთმანეთთან ლაპარაკი არ გბეზრდებოდათ. ბევრი რამ იცოდით ერთმანეთის შესახებ და ასევე ბევრი არ იცოდით. 

ზოგჯერ, ურთიერთობების დასრულების შემდეგ, ერთადერთი რაც გვჭირდება, პასუხებია. შეიძლება, არ გვინდოდეს მათი დაბრუნება, ამ ურთიერთობის აღდგენა, ან სულაც, არ გვენატრებოდეს, მაგრამ როცა გაურკვევლობაში ხარ და მთელი მოგონებათა ჯაჭვი იმ ადამიანის ირგვლივ ბნელითაა მოცული, ერთადერთი რაც გჭირდება, პასუხებია. 

რატომ?

რის გამო?

ეწყინა რამე?

რატომ არაფერს ამბობს?

ნუთუ დავავიწყდი?

იქნებ, ჩემი ბრალია?

ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ თუ რამე გვეწყინებოდა, ვიტყოდით?

რა მოხდა?

მოვბეზრდი?

დაიღალა?

კიმაგრამ, ხომ შეიძლება რომ თქვას?

ჩემი ფეხები.

fuck

ახლა უკვე მართლა გაშვებული გყავს. უკვე აღარც გაინტერესებს, რა მოხდა. არ უნდა? – PERFECT! თავის თავს დააბრალოს. უკვე შენ თავსაც აღარ ადანაშაულებ, რადგან იცი, რომ ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ის არ/ვერ გაერკვა თავის თავში და რომ შენ არაფერი…

View original post 171 more words

გრეის 50 ელფერი

images (1)

ერთი საათის წინ ვუყურე  მეც კი გაოცებული და შოკირებული ვარ. მაგრამ არა ინტიმური სცენების გამო.. არა ეგ სცენები მე ვერ გამაკვირვებს მაგრამ ბოლო არ ვიცი თავად გრეიმ გამაოცა ჯერ კიდევ არ მყოფნის სიტყვები… ქალი რომც არ მიყვარდეს და მხოლოდ ვხმარობდე ვერ “დავსჯი” ისე როგორც ამას გრეი აკეტებდა… საინტერესოა გაგრძელება როგორი იქნება….

საინტერესო ფაქტები ევა გრინის შესახებ

10996384_702816239840320_3318245315134325325_n

ევა გრინი ფრანგი მსახიობი – მისი დახასიათება ბევრნაირად შეიძლება. ევა გახლავთ ადამიანი, რომელსაც რისკზე წასვლისა არ ეშინია, არის ბნელი, იდუმალი და ჩაკეტილი, ამასთანავე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მორცხვი. დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი, უნაკლო სილამაზით, იუმორის გრძნობით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საოცრად განათლებულია. მიეკუთვნება იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც სურთ დასაფასებელი იყვნენ კარიერული თვალსაზრისით და არა ფიზიკური სილამაზით. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი ევა გაელ გრინის შესახებ, რომელმაც დიდ კინოში, ჰოლივუდის ინდუსტრიაში არაერთი გარდატეხა მოახდინა.

1484459_709517322503545_5729742855035951752_n

♔ ♔ ♔
                                                  საინტერესო ფაქტები

94141a9b49c64895e4649fbd47d79f98

☛ ევა გრინი დაიბადა 1980 წლის 6 ივლისს, პარიზში, საფრანგეთში.

☛ მისი სრული სახელია ევა გაელ გრინი.

☛ მისი სიმაღლეა 1.68 სანტიმეტრი.

☛ სამარკო ნიშანი: შავი თმები და ცისფერი თვალები, ძირითადად განასახიერებს მშვიდ და თავშეკავებულ პერსონაჟებს, ხმის ტემბრი.

10985316_706141522841125_4255442904812097557_n
☛ ევას დედა ფრანგი მსახიობი მარლენ იობერტი გახლავთ, ხოლო მამა კი შვედი სტომატოლოგი უოლტერ გრინი. დედა დაიბადა ალჟირში და ნახევრად ებრაელი გახლავთ.

☛ გრინის დიდი ბაბუა მამის მხრიდან გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი იყო.

☛ მას ჰყავს ერთი არა იდენტური ტყუპი და ჯოი.

df0cee54748bd77baae32f08b4e62dfc
✖ ბავშვობისას იყო ზედმეტად მორცხვი, რის გამოც დედამ გადაწყვიტა ევა მიეყვანა თერაპისთთან, თუმცა თავად გრინმა გადაწყვიტა, რომ მსახიობობა გაცილებით უფრო დაეხმარებოდა სიმორცხვის დაძლევაში.

✖ ის მხოლოდ ორი თვის იყო, როდესაც პირველად დაამშვენა ჟურნალის გარეკანი.

11021053_710617542393523_8326535536541309254_n
✖ გაიზარდა საფრანგეთში, თუმცა გარკვეული დრო გაატარა ლონდონსა და ირლანდიაში.

✖ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ეგვიპტოლოგიით, როდესაც 7 წლის ასაკში ესტუმრა ლუვრის მუზეუმს.

14 წლის ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი, როდესაც იხილა ფილმი ‘ადელის ისტორია’ იზაბელ აჯანისმონაწილეობით.

11040848_711199932335284_818849756784424088_n
★ მსახიობი გახლავთ ცნობილი ბრენდის ‘არმანის’ სახე. არმანიმ მას პირადად შესთავაზა თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც იხილა ფილმი ‘მეოცნებები’ და ჩათვალა, რომ ევა ძალიან გავდა იტალიელ ქალბატონებს.

★ ევა უკრავს ფლეიტაზე და პიანინოზე.

★ მისი საყვარელი მსახიობები არიან ხოაკინ ფენიქსი და ედუარდ ნორტონი.

★ 2006 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო ‘The Black Dahlia’-ში ჯოშ ჰარტნეტთან და სკარლეტ იოჰანსონთან ერთად, თუმცა შემოთავაზებას არ დათანხმდა.

b504992bc858bb8432b01348d02ed622

★ მისი ჰობია ხელოვნების ნიმუშებისა და რელიგიური ხატების შეგროვება და მუზეუმებში ხშირი სიარული.

★ გრინი გახლავთ რიგით მეხუთე ფრანგი ქალბატონი, რომელმაც განასახიერა ბონდის გოგონა.

b734e46df41d0210554851820cfe8ba1

★ ინგლისურს სწავლობდა ბრიტანეთში, კენტში.

★ მშობლები თავდაპირველად წინააღმდეგნი იყვნენ მათ ქალიშვილს მონაწილეობა მიეღო ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში ‘მეოცნებენი’, რადგან სცენარის მიხედვით ევა თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში შიშველი უნდა ყოფილიყო და თამამ სცენებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

3a5f3ce543ab06c2c0a7578f2257cbea

☢ ფილმ ‘ფრენკლინში’ არსებულ ატმოსფეროს აღწერს საკმაოდ უცნაურად, რადგან მისი პარტიორიც ფილმში რაიან ფილიპი მასავით მორცხვი აღმოჩნდა.

☢ უყვარს სირბილი და პილატეს გაკვეთილები.

☢ კარლა ბრუნის გაცნობამდე, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მას შესთავაზა მონაწილეობა მიეღო მის კამპანიაში, თუმცა ევამ თავაზიანად განაცხადა უარი.

☢ საკუთარ ფილმებს არც თუ ისე ხშირად უყურებს, რადგან არ მოსწონს, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ხედავს.

11001902_706998476088763_729970974086693632_n1800452_710634609058483_813619665557069417_n

☢ 2006 წელს გადაღებულ ‘Casino Royale’-ში თითქმის ყველა ‘action’ სცენაში გამოიყენეს დუბლიორი.

☢ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ცხოვრებაში იქნებოდა ბაყაყი.

☢ ერთ-ერთი მისი საოცნებო როლი გახლავთ სერიული მკვლელის განსახიერება.
cc049554121b09e7cbfdab6db0348d74

☞ მას არ უყვარს შოპინგი.

☞ დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა ტიმ ბარტონთან, სტივენ დოლდრისთან და მარიონ კოტიართან.

☞ ურჩევნია, რომ ადამიანებმა შეაქონ მსახიობური ნიჭის გამო, ვიდრე სილამაზის.

☞ მისი ფავორიტი ქალბატონი მსახიობი გახლავთ იზაბელ აჯანი.

5e587377c90bddffe305bda16b8c6ff5

☞ 2005-2009 წლებში ხვდებოდა მსახიობ მარტონ კსოკას, რომელიც გაიცნო ფილმ ‘Kingdom of Heaven’-ის გადასაღებ მოედანზე.

☞ 2005 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმში ‘The Constant Gardener’, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ის რეიჩელ უეზლმა შეცვალა.

☞ მან სამჯერ განასახიერა ჯადოქარი: Dark Shadows-ში, Camelot-ში და The Golden Compass-ში.

4dde0481baa9c93af3d99a8e103743a8

☞ საკუთარ თავს მიიჩნევს თავშეკავებულ ადამიანად. ‘თავდაპირველად როდესაც ვინმე გამიცნობს ვგონივარ ცივი, უკონტაქტო ადამიანი. ალბათ ეს ჩემი ბრალია, რადგან საკმაოდ თავშეკავებული ვარ და მიჭირს გავეხსნა ყველას.’

☞ ის ცხოვრობს მარტო და პაპარაცებისგან თავის დახწევას საკმაოდ ოსტატურად ახერხებს. ‘ვფიქრობ, რომ ხალხს ძალიან გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებ. არ მიყვარს კლუბური ცხოვრება და წვეულებები. გადაღებების შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვცდილობ განვიტვირთო ერთი ჭიქა წითელი ღვინისა და კარგი წიგნის დახმარებით.’

06514cc99162c049a2b34bd1c2e409f2

✖ სამომავლოდ გრინი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ჩამოშორდება დიდ ეკრანებს და თეატრს დაუბრუნდება.

✖ წლებია მხარს უჭერს ‘UNICEF’-ს და მათ რამოდენიმე კამპანიაშიც მიუღია მონაწილეობა.

✖ 2014 წელს, მისი მონაწილეობით დაიწყო ცნობილი სატელევიზიო შოუ ‘Penny Dreadful’. სერიალში მონაწილეობის შემდეგ ევა ალაპარაკდა საკუთარ სულიერ მხარეზე. ‘არ ვარ რელიგიური ადამიანი და მჯერა ზებუნებრივი ძალებისა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს რაღაც არაამქვეყნიური.’

38ec7ff646f9d290397e65169c7da3d8
✖ შეგნებულად ირჩევს განასახიეროს ბოროტი პერსონაჟები. ‘ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისათვის, რათა გაუმკლავდე ყოველდღიურ ემოციებს.’

✖ გრინის ბუნებრივი თმის ფერია ქერა, თუმცა თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული იღებავს შავად.

✖ ევა იყო ძალიან კარგი სტუდენტი. დასვენების დღეებში მუშაობდა და არასოდეს ჰქონდა დრო დამტკბარიყო ცხოვრებით.
❀ ახლახან იყიდა პატარა ბინა ლონდონში და საკუთარ დროს ატარებს ინგლისსა და პარიზში.

❀ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ფილმში შიშველია ან ატარებს სექსუალურ და გამომწვევ სამოსს, რეალურ ცხოვრებაში ვერ იტანს სექსუალურად ჩაცმას.

❀ მსახიობობასთან ერთად მას სურს, რომ შექმნას მუსიკა ფილმებისთვის.

❀ როდესაც ემზადება როლისთვის უსმენს საუნდთრეკებს ან კლასიკურ მუსიკას. ‘უნდა იყოს ნამდვილად დრამატული შინაარსის, რადგან მე ხომ გიჟი ვარ.’

❀ ქალი მსახიობებიდან მას გარდა იზაბელ აჯანისა ხიბლავს ქეით ბლანშეტი მისი მისტიურობისა და მოკრძალებულობის გამო, ასევე ჟულიეტ ბინოში, ჰელენა ბონემ კარტერი, მარიონ კოტიარი, ჯულიანა მური.

❀ ბერტოლუჩიმ თავდაპირველად ჰკითხა მას თუ რა იცოდა პოლიტიკის, ლიტერატურის შესახებ და ბოლოს გაიხდიდა თუ არა. ევა დათანხმდა შემოთავაზებას მიუხედავად იმისა, რომ მშობლები და აგენტი კატეგორიულ უარზე იყვნენ. გაფრინდა ლონდონში, რათა საეკრანო ტესტი ჩაებარებინა ჯეკ ჟილენჰალთან ერთად, რომელსაც მეთიუს როლი უნდა განესახიერებინა, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადა, რადგან სიშიშვლე მისთვის მიუღებელი აღოჩნდა. მეთიუს როლზე მოიაზრებოდალეონარდო დიკაპრიოც, თუმცა იმხანად იგი ფილმ ‘ავიატორზე’ მუშაობით იყო დაკავებული.
☞ მისი საყვარელი ფერია შავი.

☞ რომ არა მსახიობი, ალბათ გახდებოდა მზარეული, რადგან უყვარს ჭამა და ამასთანავე კერძების მომზადებაც საკმაოდ კარგად გამოსდის.

☞ მისი პირველი ჰოლივუდელი გატაცება იყო ლეონარდო დიკაპრიო. ‘რა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს მცხვენია, მაგრამ ნამდვილად მისი ფანი ვიყავი.’

☞ სასურველი მამაკაცი მისთვის გახლავთ ლიამ ნისონი.

☞ ევა ფიქრობს, რომ იდეალურია მამაკაცი მაშინ, როდესაც მას ესმის ქალის და უსმენს მას.

☞ პირველი რამ, რასაც მამაკაცში აფასებს ესაა ხმა.

დედამისი ხშირად დაყვება გადასაღებ მოედანზე ძირითადად მაშინ, როდესაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში.

☞ სექსუალური მამაკაცი: ‘ხოაკინ ფენიქსი. ფილმებში ისაა ბნელი, როკ ენ როლის ტიპაჟი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში საყვარელი და მორცხვი.’

☞ დიზაინერებიდან გამოარჩევს ჟან პოლ გოტიეს თავისი გოთურობის და სიგიჟის გამო.

☞ მისი საყვარელი ქალაქი პარიზის გარდა არის ლონდონი და ბერლინი.

☞ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის და ჯონი დეპი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ყვითელი პრესის მორიგი სიცრუე აღმოჩნდა.

0ad7baee5a4a0fda6f5759a1df47cb92 2c2729445077d21fe60371fb67d5bbab 2d0097f140bc2607e92d0241ee56f190 5cbd75f793edb06892a7d0e88962e595 5deebf9571094f9da8227f22923cf837 5e587377c90bddffe305bda16b8c6ff5 11debac006a76cc1ab93b0ad820ff1bc 31ff9736d3bb5cc800a6fb8f8ff1b039 062fa9ec525e0f728fddab9695ee29bc 90a2d3fd9c126486578cd753abe0c1b6 94f010d05876e0a79787b009410452db 161ddab1c99eb2f280c1a4be2a9bb19c 427ea56249277e3f70804515e1673194 948ae5cf4c8781dc5981234a61c2a520

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან (1)

023a048a6999

წიგნის ადაპტირება დიდ ეკრანებზე ჰოლივუდისთვის უცხო არ არის და ხშირ შემთხვევაში ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სცენარი წარმატების გარანტია და წიგნის მოყვარული-წინასწარ მომლოდინე აუდიტორიაც ფილმის პოპულარობის მომასწავლებელია. 2015 წელს მრავალი ასეთი ფილმის ნახვა მოგველის, იქამდე კი შეგიძლიათ სახლებში დასხდეთ კომფორტულად, ჩაი/ყავა და თქვენი საყვარელი სასუსნავებით და წაიკითხოთ წიგნები, რომლებზე დაფუძნებულ ფილმებსაც 2015 წელს ცისფერ კინოეკრანებზე ვიხილავთ და სავარაუდოდ კინო-გაქირავების ბოქს-ოფისებსაც მოხსნის.

გთავაზობთ ყველანაირი ჟანრის და ყველანაირი ასაკისთვის მისაღებ წიგნთა სიას, ფილმები კი უკვე პროდაქშენის ეტაპზეა!

✏Mockingjay (Part 2), Suzanne Collins
                                                   “კაჭკაჭჯაფარა” – სუზან კოლინსი

წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი “კაჭკაჭჯაფარა : ნაწილი 1” 2014 წელს გამოჩნდა კინოთეატრებში და შიმშილის თამაშების სერიების სხვა ფილმებს არაფრით ჩამოუვარდა,როგორც რეიტინგით,ასევე შემოსავლით.მე-2 და საბოლოო ნაწილის პრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს იგეგმება.იქამდე კი შეგიძლიათ სუზან კოლინსის ტრილოგიის მესამე ნაწილის წაკითხვა,სადაცშეიტყობთ რა ბედი ეწევა ქეთნის ევერდინს,ვის არჩევს ის: თავის მეწყვილე პიტას თუ გეილს,რომლსაც დიდი ხანია იცნობს.ტრილოგიის ბოლო ნაწილი მთავარი გმირის აჯანყებასა და ბრძოლას აღწერს რეჟიმისა და პრეზიდენტ სნოუსადმი.”კაჟკაჟჯარფარა” სუზან კოლინსმა 2010 წელს დაწერა და წიგნის პოვნა შეგიძლიათ როგორც ქართულ,ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ამაზონის შეფასება : 4.3/5

7d42b6df88b8 37367e9c6430

✏The Martian, Andy Weir
                                                                        მარსიანელი – ენდი ვირი

ამ ფანტასტიკური ჟანრის წიგნში ვკითხულობთ ასტრონავტ მარკ ვეტნის შესახებ,რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მარსსზე ფეხი დადგა და როგორც ხალხს სჯერა. პირველი ადამიანია ვინც იქ მოკვდა.მისი ხომალდის წევრებსაც ჰგონიათ რომ მარკი მტვრის შტორმის დროს დაიღუპა,თუმცა სინამდვილეში ის დამწყვდეულია მარსზე მარტო,არანაირი კავშირით დედამიწასთან.ფილმი 27 ნოემბერს გამოვა და მასში ვიხილავთ ისეთ მეგა ვარსკვლავებს ,როგორებიცა არიან მეთ დეიმონი,ჯესიკა ჩესტეინი,კეიტ მარა,შონ ბინი,კრისტენ ვიგი.

ამაზონის შეფასება : 4.6/5

092884e0ead0 dddd33c7fbed

✏The Scorch Trials, James Dashner
                                                             ცეცხლის გამოცდები – ჯეიმს დაშნერი

კიდევ ერთი ბლოკბასტერი – “ლაბირინთში მორბენალი” სწორედ ჯეიმს დაშნერის ტრილოგიაზეა დაფუძნებული.”ცეცხლი გამოცდები” რიგით მეორე წიგნია,რომელშიც მოვლენები მას შემდეგ ხდება,რაც ბიჭები ლაბირინთიდან თავს აღწევენ და გამოცდის მეორე ეტაპზე გადადიან.წიგნში ისინი ცდილობენ იპოვონ წამალი მომაკვდინებელი ვირუსისთვის.ისინი უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან გზად და საშინელი კლიმატური პირობებიც უშლით ხელს.მეორე წიგნი მკითხველის თქმით ისეთივე დამაინტრიგებელია,როგორიც პირველი.რაც შეეხება ფილმს,რომელშიც მაყურებლის ფავორიტი მსახიობი დილან ო ბრაიანი თამაშობს,2015 წლის 16 სექტემბერს გამოვა.წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

                                                                 ამაზონის შეფასება : 4.4/5

94ddce90e27c f19bd8a36aa9

✏In the Heart of the Sea, Nathaniel Philbrick
                                                                        ზღვის გულში – ნათანიელ ფილბრიკი

“ზღვის გულში” ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული და აღგვიწერს ხომალდ “ესექსის” თავგადასავალს,რომელსაც თავს უზარმაზარი კაშალოტი-კბილებიანი ვეშაპი დაესხა თავს და ეკიპაჟის წევრები 90 დღის მანძილზე ზღვაში მარტოები დატოვა.გადარჩენისთვის ისინი ექტრემალურ ზომებს იღებენ.ფილმი ამავე სახელწოდებით დიდ ეკრანებზე 13 მარტს გამოდის და მასში შეგვეძლება ვიხილოთ კრის ჰემსვორტი და კილიან მერფი.

ამაზონის შეფასება : 4.6/5
369d9113fdf014d5a748b6dd

1cd05b11086f

5ac217d4e53d

✏Paper Towns, John Green
                                                       ქაღალდის ქალაქები – ჯონ გრინი

ჯონ გრინი(ავტორი ნაწარმოებისა “ბედის ვარსკვლავის ბრალია”) თავის ტრიუმფს განაგრძობს და მისი კიდევ ერთი წიგნი გამოჩნდება დიდ ეკრანებზე 2015 წლის 19 ივნისს.ავტორმა წიგნი 2008 წელს გამოაქვეყნა და ის ორი თინეიჯერის თავგადასავალს მოგვითხრობს.მარგო,რომელსაც ფილმში მოდელი კარა დელავინი ითამაშებს,თავის მეგობარსა და მეზობელს – კვენტინს (ფილმში – ნატ ვულფი) მიაკითხავს ერთ ღამეს და დახმარებას სთხოვს:მას სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე,რომლებმაც მას ზიანი მიაყენეს,თუმცა მეორე დილით მარგო გაუჩინარდება და კვენტინისთვის მინიშნებებს ტოვებს,კვენტინი,მეგობრებთან ერთად, გადაწყვეტს ნებისმიერ ფასად იპოვოს მარგო.თუკი თინეიჯერული წიგნების მოყვარული ხართ,ეს ნაწარმოები სწორედ თქვენთვისაა!

                                                               ამაზონის შეფასება : 4.3/5

880cfea0cc2097fbb21d5922

✏The Last Apprentice , Joseph Delaney
                                                             ბოლო მოწაფე – ჯოზეფ დელეინი

ჯოზეფ დელეინი ცნობილი ფანტასტიკური ჟანრის მწერალია,რომელმაც “ბოლო მოწაფის” სერიების გამოქვეყნება 2004 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს წერას.წიგნში ბოროტებასთან მებრძოლი მასტერი – ჯონ გრეგორი (ჯეფ ბრიჯსი ფილმში) ეძებს თავის შემცვლელს,მაგრამ მის მიერ მოწყობილ გამოცდას ვერავინ უძლებს.მისი ბოლო იმედი მყარდება ბოლო მოწაფეზე – ახალგარზდა თომას უორდზე (ბენ ბარნესი).მისი პირველი დავალებაა დაამარცხოს ბოროტი მალკინი (ჯულიანა მური).ფანტასტიკის მოყვარულთათვის ეს წიგნი შეუდარებელია.ფილმი კი დახუნძლულია ცნობილი მსახიობებით:კიტ ჰარინგტონი,ბენ ბარნესი,ჯულიანა მური…მისი სახელწოდებაა “მეშვიდე ვაჟი” (Seventh Son) და მისი ხილვა 6 თებერვლიდან შეგიძლიათ.

ამაზონის შეფასება : 4.4/5

fb115c502b04 e75400374051

cffb2652eeb0 0ce8db2c32b8

1f8442de966a
✏Where Rainbows End, Cecelia Ahern
სადაც ცისარყელა მთავრდება – სესილია აერნი

ირლანდიელმა მწერალმა სესილია აერნმა წიგნი “სადაც ცისარტყელა მთავრდება” 2004 წელს გამოაქვეყნა და იმ წლის განმავლობაში ის მსოფლიო მასშტაბით ბესტსელერი გახლდათ.ახლა კი ნაწარმოების ფილმად ნახვაც შეგვიძლია,ფილმის სახელწოდებაა Love,Rosie (სიყვარულით როზი).წიგნი როზი და ალექსზე გვიყვება,რომლების ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და იდეალურები არიან ერთმანეთისთვის,თუმცა ამას ვერ ხვდებიან.მიუხედავად იმისა,რომ თინეიჯერობის ასაკში მოშორებით ცხოვრობენ,იმეილებისა და წერილების საშუალებით მაინც არ კარგავენ ურთიერთიბას.ფილმი 6 თებერვალს გამოვადა მასში მონაწილეობენ ლილი კოლინზი და სემ კლეფინი.

51c0219c10a9 839376113ff6 b9e384fb4ce2 f624b15711f8