წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან (1)

023a048a6999

წიგნის ადაპტირება დიდ ეკრანებზე ჰოლივუდისთვის უცხო არ არის და ხშირ შემთხვევაში ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სცენარი წარმატების გარანტია და წიგნის მოყვარული-წინასწარ მომლოდინე აუდიტორიაც ფილმის პოპულარობის მომასწავლებელია. 2015 წელს მრავალი ასეთი ფილმის ნახვა მოგველის, იქამდე კი შეგიძლიათ სახლებში დასხდეთ კომფორტულად, ჩაი/ყავა და თქვენი საყვარელი სასუსნავებით და წაიკითხოთ წიგნები, რომლებზე დაფუძნებულ ფილმებსაც 2015 წელს ცისფერ კინოეკრანებზე ვიხილავთ და სავარაუდოდ კინო-გაქირავების ბოქს-ოფისებსაც მოხსნის.

გთავაზობთ ყველანაირი ჟანრის და ყველანაირი ასაკისთვის მისაღებ წიგნთა სიას, ფილმები კი უკვე პროდაქშენის ეტაპზეა!

✏Mockingjay (Part 2), Suzanne Collins
                                                   “კაჭკაჭჯაფარა” – სუზან კოლინსი

წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი “კაჭკაჭჯაფარა : ნაწილი 1” 2014 წელს გამოჩნდა კინოთეატრებში და შიმშილის თამაშების სერიების სხვა ფილმებს არაფრით ჩამოუვარდა,როგორც რეიტინგით,ასევე შემოსავლით.მე-2 და საბოლოო ნაწილის პრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს იგეგმება.იქამდე კი შეგიძლიათ სუზან კოლინსის ტრილოგიის მესამე ნაწილის წაკითხვა,სადაცშეიტყობთ რა ბედი ეწევა ქეთნის ევერდინს,ვის არჩევს ის: თავის მეწყვილე პიტას თუ გეილს,რომლსაც დიდი ხანია იცნობს.ტრილოგიის ბოლო ნაწილი მთავარი გმირის აჯანყებასა და ბრძოლას აღწერს რეჟიმისა და პრეზიდენტ სნოუსადმი.”კაჟკაჟჯარფარა” სუზან კოლინსმა 2010 წელს დაწერა და წიგნის პოვნა შეგიძლიათ როგორც ქართულ,ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ამაზონის შეფასება : 4.3/5

7d42b6df88b8 37367e9c6430

✏The Martian, Andy Weir
                                                                        მარსიანელი – ენდი ვირი

ამ ფანტასტიკური ჟანრის წიგნში ვკითხულობთ ასტრონავტ მარკ ვეტნის შესახებ,რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მარსსზე ფეხი დადგა და როგორც ხალხს სჯერა. პირველი ადამიანია ვინც იქ მოკვდა.მისი ხომალდის წევრებსაც ჰგონიათ რომ მარკი მტვრის შტორმის დროს დაიღუპა,თუმცა სინამდვილეში ის დამწყვდეულია მარსზე მარტო,არანაირი კავშირით დედამიწასთან.ფილმი 27 ნოემბერს გამოვა და მასში ვიხილავთ ისეთ მეგა ვარსკვლავებს ,როგორებიცა არიან მეთ დეიმონი,ჯესიკა ჩესტეინი,კეიტ მარა,შონ ბინი,კრისტენ ვიგი.

ამაზონის შეფასება : 4.6/5

092884e0ead0 dddd33c7fbed

✏The Scorch Trials, James Dashner
                                                             ცეცხლის გამოცდები – ჯეიმს დაშნერი

კიდევ ერთი ბლოკბასტერი – “ლაბირინთში მორბენალი” სწორედ ჯეიმს დაშნერის ტრილოგიაზეა დაფუძნებული.”ცეცხლი გამოცდები” რიგით მეორე წიგნია,რომელშიც მოვლენები მას შემდეგ ხდება,რაც ბიჭები ლაბირინთიდან თავს აღწევენ და გამოცდის მეორე ეტაპზე გადადიან.წიგნში ისინი ცდილობენ იპოვონ წამალი მომაკვდინებელი ვირუსისთვის.ისინი უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან გზად და საშინელი კლიმატური პირობებიც უშლით ხელს.მეორე წიგნი მკითხველის თქმით ისეთივე დამაინტრიგებელია,როგორიც პირველი.რაც შეეხება ფილმს,რომელშიც მაყურებლის ფავორიტი მსახიობი დილან ო ბრაიანი თამაშობს,2015 წლის 16 სექტემბერს გამოვა.წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

                                                                 ამაზონის შეფასება : 4.4/5

94ddce90e27c f19bd8a36aa9

✏In the Heart of the Sea, Nathaniel Philbrick
                                                                        ზღვის გულში – ნათანიელ ფილბრიკი

“ზღვის გულში” ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული და აღგვიწერს ხომალდ “ესექსის” თავგადასავალს,რომელსაც თავს უზარმაზარი კაშალოტი-კბილებიანი ვეშაპი დაესხა თავს და ეკიპაჟის წევრები 90 დღის მანძილზე ზღვაში მარტოები დატოვა.გადარჩენისთვის ისინი ექტრემალურ ზომებს იღებენ.ფილმი ამავე სახელწოდებით დიდ ეკრანებზე 13 მარტს გამოდის და მასში შეგვეძლება ვიხილოთ კრის ჰემსვორტი და კილიან მერფი.

ამაზონის შეფასება : 4.6/5
369d9113fdf014d5a748b6dd

1cd05b11086f

5ac217d4e53d

✏Paper Towns, John Green
                                                       ქაღალდის ქალაქები – ჯონ გრინი

ჯონ გრინი(ავტორი ნაწარმოებისა “ბედის ვარსკვლავის ბრალია”) თავის ტრიუმფს განაგრძობს და მისი კიდევ ერთი წიგნი გამოჩნდება დიდ ეკრანებზე 2015 წლის 19 ივნისს.ავტორმა წიგნი 2008 წელს გამოაქვეყნა და ის ორი თინეიჯერის თავგადასავალს მოგვითხრობს.მარგო,რომელსაც ფილმში მოდელი კარა დელავინი ითამაშებს,თავის მეგობარსა და მეზობელს – კვენტინს (ფილმში – ნატ ვულფი) მიაკითხავს ერთ ღამეს და დახმარებას სთხოვს:მას სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე,რომლებმაც მას ზიანი მიაყენეს,თუმცა მეორე დილით მარგო გაუჩინარდება და კვენტინისთვის მინიშნებებს ტოვებს,კვენტინი,მეგობრებთან ერთად, გადაწყვეტს ნებისმიერ ფასად იპოვოს მარგო.თუკი თინეიჯერული წიგნების მოყვარული ხართ,ეს ნაწარმოები სწორედ თქვენთვისაა!

                                                               ამაზონის შეფასება : 4.3/5

880cfea0cc2097fbb21d5922

✏The Last Apprentice , Joseph Delaney
                                                             ბოლო მოწაფე – ჯოზეფ დელეინი

ჯოზეფ დელეინი ცნობილი ფანტასტიკური ჟანრის მწერალია,რომელმაც “ბოლო მოწაფის” სერიების გამოქვეყნება 2004 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს წერას.წიგნში ბოროტებასთან მებრძოლი მასტერი – ჯონ გრეგორი (ჯეფ ბრიჯსი ფილმში) ეძებს თავის შემცვლელს,მაგრამ მის მიერ მოწყობილ გამოცდას ვერავინ უძლებს.მისი ბოლო იმედი მყარდება ბოლო მოწაფეზე – ახალგარზდა თომას უორდზე (ბენ ბარნესი).მისი პირველი დავალებაა დაამარცხოს ბოროტი მალკინი (ჯულიანა მური).ფანტასტიკის მოყვარულთათვის ეს წიგნი შეუდარებელია.ფილმი კი დახუნძლულია ცნობილი მსახიობებით:კიტ ჰარინგტონი,ბენ ბარნესი,ჯულიანა მური…მისი სახელწოდებაა “მეშვიდე ვაჟი” (Seventh Son) და მისი ხილვა 6 თებერვლიდან შეგიძლიათ.

ამაზონის შეფასება : 4.4/5

fb115c502b04 e75400374051

cffb2652eeb0 0ce8db2c32b8

1f8442de966a
✏Where Rainbows End, Cecelia Ahern
სადაც ცისარყელა მთავრდება – სესილია აერნი

ირლანდიელმა მწერალმა სესილია აერნმა წიგნი “სადაც ცისარტყელა მთავრდება” 2004 წელს გამოაქვეყნა და იმ წლის განმავლობაში ის მსოფლიო მასშტაბით ბესტსელერი გახლდათ.ახლა კი ნაწარმოების ფილმად ნახვაც შეგვიძლია,ფილმის სახელწოდებაა Love,Rosie (სიყვარულით როზი).წიგნი როზი და ალექსზე გვიყვება,რომლების ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და იდეალურები არიან ერთმანეთისთვის,თუმცა ამას ვერ ხვდებიან.მიუხედავად იმისა,რომ თინეიჯერობის ასაკში მოშორებით ცხოვრობენ,იმეილებისა და წერილების საშუალებით მაინც არ კარგავენ ურთიერთიბას.ფილმი 6 თებერვალს გამოვადა მასში მონაწილეობენ ლილი კოლინზი და სემ კლეფინი.

51c0219c10a9 839376113ff6 b9e384fb4ce2 f624b15711f8

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s