Guns N’ Roses

Guns N’ Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდალოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი[6] მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი – შეერთებულ შტატებში[7]. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში„სასიკვდილო სია“.

ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული1990-იანი წლების მძიმე როკის სცენა. ჯგუფს მიეწერება როკ-მუსიკისდაბრუნება მეინსტრიმში, მაშინ როდესაც საცეკვაო მუსიკა და პოპ მეტალიწამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში.[8]ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 19871993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. მათი ამ პერიოდის შემოქმედება, შესაძლოა დავახასიათოთ, როგორც „ჰედონისტური აჯანყება“, რაც ძალიან ჰგავსროლინგ სტოუნზის ადრეულ შემოქმედებას,[9] ცუდი ბიჭების იმიჯმა კი მათ „მსოფლიოს ყველაზე საშიში ჯგუფის“ მეტსახელი შესძინა.[10] 2012 წელს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა მის ორ გვიანდელ წევრთან დიზი რიდთან და მეტ სორუმთან ერთად შეყვანილ იქნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[11] დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდანექსლ როუზია, რომელიც უკვე 29 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

tumblr_n9e5naJRMp1r21zlyo1_500

ჩამოყალიბება (1985 – 1987)

Guns N’ Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის(რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის (წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის(დასარტყმელი საკრავები) მიერ[12]. ექსლი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო ტრესი განზი – მხოლოდ მეორე ჯგუფის. კოლექტივის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა მძიმე როკს, ბლუზს, პანკს და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ მძიმე მეტალთან.

მას შემდეგ, რაც ტრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ-ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსლმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და მისი საუკეთესო მეგობარი, დრამერი სტივენ ადლერი[13]. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო: ექსლ როუზი (ვოკალი), სლეში (სოლო გიტარა), იზი სტრედლინი (რითმ-გიტარა), დაფ მაკ-კეგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი). ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერა Welcome to The Jungle, რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.

ჯგუფის აღმოჩენა

Guns N’ Roses-ის მიერ კლუბ The Troubadour-ში გამართული შოუს შემდეგ, Geffen Records-ის წარმომადგენელმა, ტომ ზუტაუტმა განაცხადა, რომ მას ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება სურდა. კონტრაქტის გაფორმებამდე ექსლ როუზმა მოითხოვა და მიიღო 75,000 დოლარი. ჯგუფის მენეჯერი გახდა ალან ნივენი და გადაწყდა სადებიუტო ალბომის ჩაწერა და გამოცემა

a2b0c763d7566fbb8e30fb891cc98d13

ჯგუფის ალბომი Appetite for Destruction გამოვიდა 1987 წლის 21 ივლისს. მის პირველ სინგლად იქცა Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა მუსიკალური ვიდეოს გამოსვლაც. თავდაპირველად ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen Records-ის დამაარსებელს დევიდ ჯეფენს სთხოვეს, დაერწმუნებინა MTV-ის წარმომადგენლები, რომ ეთერში გაეშვათ მისი ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ხელსაყრელ დროს გადიოდა, მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულთა ყურადღება. სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწყო

გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს სინგლი It Is So Easy. ჯგუფმა მალევე მიაღწია წარმატებას, რაც განპირობებული იყო რადიოში მათი სიმღერების ხშირი გაჟღერებისა და 1987 წლის 28 ივნისს ლონდონის სახელგანთქმულ კლუბ Marquee Club-ში გამოსვლით. გამოშვებული სინგლი It Is So Easy მოიცავდა კლუბში შესრულებულ სიმღერებს, Shadow of Your Love და Move to the City.

ალბომის გარეკანის პირველი გაფორმება, რომელიც ეკუთვნოდა რობერტ უილიამსს, შეიცვალა.Sweet Child O’ Mine არის ალბომის მეორე სინგლი. იგი დაწერილია ექსლ როუზის მიერ. მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს, ერინ ევერლის მიუძღვნა. სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და 1988 წლის ზაფხულის უდიდეს ჰიტად იქცა. იგი ჟღერდა როგორც რადიოში, ასევე MTV-ზე. Paradise City-ს მუსიკალური ვიდეოთ დაპყრობილმა ტელესივრცემ და ჯგუფის ტურნეს უდიდესმა წარმატებამ ალბომს ჩარტებში პირველი ადგილი დაუმკვიდრა. Welcome to the Jungle, Sweet Child O’ Mine დაParadise City ამერიკის მუსიკალური ათეულების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ალბომი Appetite for Destruction დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 28 მილიონიანი ტირაჟით. და ამერიკაში სერთიფიცირებულია როგორც 18 გზის პლატინის მქონე.

ბიოგრაფია
მეტსახელი G N’ R, GnR
წარმოშობა ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
აქტიური 1985-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Geffen Records
UZI Suicide
ასოციაციები Hollywood Rose, L.A. Guns, Neurotic Outsiders, Praxis, Road Crew,Slash’s Snakepit, Velvet Revolver
წევრები ექსლ როუზი
დიზი რიდი
რობინ ფინკი
ტომი სტინსონი
კრის პიტმენი
რიჩარდ ფორტუსი
ბრაიან მანტია
ბამბლფუტი
ფრენკ ფერერი
ყოფილი წევრები ოლე ბეიხი
რობ გარდნერი
ტრესიი განზი
სტივენ ადლერი
იზი სტრედლინი
გილბი კლარკი
სლეში
მეტ სორუმი
დაფ მაკ-კეგენი
ჯონ ფრისი
პოლ ტობიასი
ბაკეტჰედი

download

images (3) images (4) images

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s