EROTIC NOVELS AND THEIR SCREEN ADAPTATIONS

tumblr_muiaicP4Du1qz5nl8o1_500

საუკეთესო ეროტიკული რომანები და მათი ეკრანიზაციები

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრებმა “გრეის 50 ელფერის” პრემიერა შემოგვთავაზეს, ფილმის დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ აქამდე გამოცემულ სხვა თანამედროვე თუ კლასიკურ ეროტიულ ნაწარმოებებს, რომლებიც აგრეთვე აისახნენ კინოეკრანებზე და თავის დროზე მაყურებლის გაწითლებაც გამოიწვიეს.

ისტორია ბევრ წიგნს ითვლის, რომლებიც ახდენენ ბალანსირებას ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ამასთან ერთად, დიდი მხატვრული ღირებულებითა და ლამაზი თხრობით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით, მკითხველი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას, ხოლო მათი ეკრნიზაციებით ვნებიან კინოჩვენებებს იღებს.

«ლოლიტა», 1955
წიგნის ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი
ფილმის რეჟისორი: 1962 ედრიან ლაინი, 1997 სტენლი კუბრიკი

a62d4794e7c5ea84d63ff2632adf9516
აშშ-ში, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა წიგნი პორნოგრაფიად და იკრძალებოდა. დასავლეთში წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ჟურნალ Time-ის მიერ გამოვლენილ 100 საუკეთესო რომანის სიაში მოხვდა. წიგნი ორჯერ გახდა რეჟისორების შთაგონების წყარო.

ედრიან ლაინის ეკრანიზაციაში, ლოლიტას როლზე 2500 მსახიობი განიხილებოდა, მათ შორის კრისტინა რიჩი და ნატალი პორტმანი. ნატალი პორტმანი რეჟისორის მიერ აირჩა, თუმცა, მსახიობი იძულებული გახდა უარი ეთქვა, რადგანაც მისი მშობლები არ დათანხმდნენ მისი მონაწილეობით ღია სცენების გადაღებას.

115210903ad72800d76f18f9b0180320

ნაბოკოვის სიუჟეტი ყველასთვის ცნობილია: წიგნის მთავარი გმირი ედგარ გუმბერტი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელია, რომელსაც დიდი ხანია 30 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის განიცდის არანორმალურ მიზიდულობას გოგონების მიმართ, რომელთა ასაკი 10-დან 14 წლამდე მერყეობს. ის რომანს უკვე ციხეში წერს, რომელშიც გვიყვება 10 წლის წინ მომხდარ ამბებს. 1947 წელს გუმბერტმა ოთახი იქირავა ლოლიტას დედისგან და ცოტა ხანში გაცნობიერა,რომ მისი ქალიშვილი შეუყვარდა. მან გადაწყვიტა დაქორწინებულიყო გოგონას დედაზე, რათა უფრო დაახლოებოდა თვითონ გოგონას. ლოლიტასადმი ვნებას ის აღწერს თავის დღიურში, რომელიც მის ცოლს ჩაუვარდება ხელთ. ქალი გამოააშკარავებს მას და ფსიქიატრიულში ხვდება. გუმბერტი კი ერტადერთი მეურვე ხდება ლოლიტასათვის. ისინი იწყებენ შტატებში მოგზაურობას.

ფილმში რამენიმე ხრიკს მიმართავდნენ. ასევე, მთავარ სექსუალურ სცენებში მთავარი როლის შემსრულებელს დუბლიორი ცვლიდა.

large (1) large (1) large (2) large (3) large (4) large (5) large large large

«მეოცნებეები», 1988
წიგნის ავტორი: გილბერტ ადერა
ფილმის რეჟისორი: 1985 ბერნარდო ბერტოლუჩი

81e40132f86f89f0f7b3b53bd20642cf
ბერნარდო ბერტოლუჩი ცნობილია როგორც ერთ-ერთი “გარყვნილი” რეჟისორი იტალიური კინემატოგრაფიის ისტორიაში. მისი ფილმები ყოველტვის სავსეა ღია სცენებით და “მეოცნებეებიც”, რომელიც გილბერტ ადერას სამი წიგნის მიხედვითაა გადაღებული, გამონაკლისი არ გახდა. ამ ეროტიული დრამის მოქმედება პარიზში მიმდინარეობს 1968 წელს, სტუდენტური დემონსტრაციების დროს, რომელიც რევოლუციაში იზრდებოდა. მაგრამ სამი მთავარი გმირი, სტუდენტები მეთიუ, იზაბელი და ტეო მოწყვეტილნი არიან პირქუშ სამყაროს და თავიანთ რეალობაში ცხოვრობენ, კინოს სამყაროში. ისინი მთელი დღეები უყურებენ ფილმებს, ანხორციელებენ სასიყვარულო თამაშებს და საერთოდაც არ გამოდიან სახლიდან. ამასობაში პარიზის ქუჩების უწესრიგობა კულმინაციას აღწევს.

ერთ-ერთი მთავარი გმირის პოზიციაზე ლეონარდო დიკაპრიო განიხილებოდა.

MCDDREA FE015

ბერტოლუჩის “მეოცნებეები” ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ ორიგინალებთან, შესაძლოა იმიტომაც, რომ ფილმისატვის სცენარი თავად წიგნის ავტორმა დაწერა. მისი წიგნი კინოსიუჟეტის ნაწილი გახდა, რადგანაც ფილმში მის გარდა მისი სხვა ორი ნაწარმოებიც მოხვდა.

ფილმის წყალობით ევა გრინმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და ამის შემდეგ მიიწვიეს “კაზინო როიალში” გადასაღებად, სადაც ჯეიმს ბონდის გოგონა ითამაშა.

large (1) large tumblr_myzr0kRuPg1qf85zdo1_500 tumblr_mzq2y8lLnA1simybwo1_500 tumblr_n83v2irXiL1qdnfkpo1_500 tumblr_nfkc6zhvPT1tsohvbo1_500

«9 ½ კვირა»
წიგნის ავტორი: ელიზაბეტ მაკნეილი
ფილმის რეჟისორი: 1985, ედრიან ლაინი

a8cb453d426b387105039adf93a52959

ედრიან ლაინის სიუჟეტის მიხედვით(რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილია როგორც “ლოლიტას” რეჟისორი), მთავარი გმირები ჯონ გრეი (მიკი რურკი) და ელიზაბეტი (კიმ ბესინჯერი) პირველად ხვდებიან ერთმანეთს ბაზრობაზე. ჯონისადმი სიყვარული იპყრობს ქალის გრძნობებსა და სურვილებს. თითოეული კადრი დამაინტრიგებელია, მამაკაცის ყოველი მოქმედება მოულოდნელი.სექსუალური ექსპერიმენტების მრავალფეროვნება და თამაშები, მამაკაცის გავლენა ქალზე და მისით მანიპულირება, მოქმედებები, რომლებსაც ქალი ემოციურ მარცხამდე მიჰყავს-ეს ჰქონდათ უკვე ჯონსა და ელიზაბეტს დიდი ხნის წინ.

მიკი რურკისა და კიმ ბესინჯერის დუეტმა მიიღეს ანტიპრემია “ოქროს მალინა”.

d2aef18cbe9cd91928c328b587d86028

გახსნილი სექსუალური სცენებით თანამედროვე ახალგაზრდობას ვერ გააოცებ, მაგრამ საბჭოთა კავშირში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ფილმის მეშვეობით სექსუალური განათლებაც კი მიიღო.

“ცხრანახევარი კვირის” სიქველმა და “სიყვარულმა პარიზში” პოპულარობა ვერ მოიპოვა როგორც ორიგინალურმა ფილმმა. შეიძლება იმიტომ, რომ მიკი რურკი იქ კიმ ბესინჯერის გარეშე თამაშობდა. სიუჟეტის მიხედვით ფილმის გმირი მიდის პარიზში ელიზაბეტთან განშორება სხვა ქალების საშუალებით რომ გადაიტანოს.

tumblr_lnocbiou7J1qdk05wo1_500 tumblr_mmg1icoet51spht1do1_500 tumblr_nj0bv7hyLC1sbr6who1_500 tumblr_nj3iiylR8p1sbr6who1_500

«ლამაზი მეგობარი»
წიგნის ავტორი: გი დე მოპასანი
ფილმის რეჟისორი: 2012 დეკლან დონელანი,ნიკ ორმეროდი
7b01d71e10b3f3fff906f89f32448860
წიგნი მიმზიდველ, მაგრამ მკაცრ და თავის თავზე შეყვარებულ ჟორჟ დურუაზეა, რომელიც ერთხელ ხვდება, რომ ფლობს იმას, რისი მომგებიანად გაყიდვაც შეუძლია. ეს რაღაც ახალგაზრდობა და სილამაზეა. მიზნად ისახავს გახდეს მაღალი საზოგადოების წევრი და ამისათვის იწყებს ქალლების მოხიბვლას. განსაკუთრებით მათზე “ნადირობს” ვინც გამომცემლობით ბიზნესში ტრიალებს, რადგან თავად ჟურნალისტია. მოპასანის მიერ მოყოლილი ისტორია ცხრაჯერ გახდა ეკრანიზებული. უაკანსკნელი რობერტ პეტინსონის, უმა თურმანისა და კრისტინა რიჩის მონაწილეობით, 2012 წელს გამოვიდა.

d66b908d1c1a02a05a58ea7feaaa58f0

“ვნებიანი სასიყვარულო წერილები უფრო ხშირად საშიშია მათთვის, ვინც მათ წერს, ვიდრე მათთვის ვინც მას იღებს.”

large

large

«სახიფათო კავშირები,» 1782
წიგნის ავტორი: შოდერლო დე ლაკლო
ფილმის რეჟისორი: 1959 როჟე ვადიმი, 1988 სტივენ ფრირზი, 1989 მილოშ ფორმანი, 1999 როჯერ კამბლი.

1f08fbf9742f7201f2438990390baae9

ეპოქალური რომანი “სახიფათო კავშირები” 7-ჯერ იქნა ეკრანიზებული. ფრანგმა რეჟისორმა როჟე ვადიმმა ორიგინალურ ტექსტთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი გადაიღო, ცოლ ქმარზე, რომელიც ეძებენ ახალ შეგრძნებებს. გმირები აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან სხვებთან და შემდეგ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. ერთხელაც კაცი არღვევს წესს, არ შეუყვარდეს ისინი ვისთანაც ღალატობს და თავს კარგავს გოგონას გამო, რომელიც კურორტზე ხვდება.

“ქალს ისე არაფერი არ ახარებს, როგორც გამარჯვება კონკურენტზე.”

7e7286a5a326cb044b3a18a0f0f97f41

ფილმები რომანის მიხედვით კინომოყვარულს დიდხანს ეყოფა. მილოშ ფორმანის “ვალმონი” კოლინ ფერტთან და მეგ ტილისთან, როჯერ კაბლის “სახიფათო თამაშები” სარა მიშელ გელართან, რაიან ფილიპსთან და რიზ უიერსპუნთან, ჟოზე დაიანის ფილმში კეტრინ დენევთან და რუბერტ ევერეტთან. დაწყება კი ჯობს სტივენ ფრიზის ეკრანიზაციით, სადაც მთავარ როლებს განსახიერებენ ჯონ მალკოვიჩი, მიშელ პფაიფერი, კიანუ რივზი და უმა თურმანი.

1989 წლის ეკრანიზაცია ნომინირებული იყო ოსკარზე მტავარი ფილმის კატეგორიაში, გამარჯვება კი მოიპოვა სამ ნომინაციაში: საუკეთესო დეკორაცია, კოსტუმები და ადაპტირებული სცენარი.

tumblr_mxorll27aE1sc1ycmo1_500

tumblr_nef1vucIfk1r1n02uo1_500

«ემანუელი,» 1959
                                                                             წიგნის ავტორი: ემანუელ არსანი
                                                                      ფილმის რეჟისორი: 1974 ჟიუსტ ჟაკინი

a2a993d003e27e4fdbc7205908486af5

ფრანგი მწერლის რომანი თავის დროზე სენსაცია გახდა. წიგნი რომელსაც გოგონები საბნის ქვეშ ფანრის შუქზე კითხულობდნენ. ეს არის ეროტიული თავგადასავლები ახალგაზრდა ევროპელებზე.

“გიყვარდეს-ამის გარეშე არ შეუძლია ადამიანს გაძლოს, ისევე როგორც ჭამისა და სუნთქვის გარეშე.”

5669206761d5952acfdf074bb42f7fde

წიგნის ეკრანიზაცია ფრანგმა რეჟისორმა ჟიუს ჟაკენმა მოახერხა, რისი წყალობითაც ცნობილი გახდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი სილვია კრისტელი მოინათლა როგორც სკანდალური. ზოგ ქვეყნებში კინოსურათი პოპულარობით სარგებლობდა, საბჭოთა კავშირში კი იკრძალებოდა. მისი ბოლომდე ყურების გამო საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ციხეში სასჯელსაც კი იხდიდნენ. მისმა გაგრძელებებმა წარმატება ვეღარ მოიპოვა.

2015 წელს გამოვა ახალი ფილმი რომელიც ამ წიგნთან იქნება კავშირში, სახელწოდებით: “სილვია კრისტელი: სასურველი ობიექტი”, მსახიობზე რომელმაც ითამაშა ფილმში მტავარი როლი.

tumblr_m1mb94ipB11rsclqoo1_500

tumblr_n50g9uL3Ra1rww34ro1_500

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s