როკ მუსიკა ლედ ზეპელენი

10262263_574768692620323_7191240678679194385_nროკ მუსიკის წარმოშობა: მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა დაბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B-მ დაქანთრიმ.

როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარაბას-გიტარა და დრამი
 პრეზენტაცია შეეხება როკ მუსიკის ერთ-ერთი მეგა ჯგუფის ლედ ზეპელინის ისტორიას და განსხვავებულ აზრებს მის შესახებ.
ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯირობერტ პლანტიჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში – 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.
პირველი ლბომი:ჯგუფის ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა 1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო სპეციალურად რადიოებისათვის ჩაწერილ ინტერვიუ-დისკზე Led Zeppelin Profiled (1990) პეიჯმა ახსენა, რომ ალბომის ჩაწერას დასჭირდა სტუდიური დროის 36 საათი (ხმის მიქსთან ერთად). ამასთან, იგი კარგად იყო ამაში დარწმუნებული, რადგანაც იცოდა, რა თანხა დაჯდა სტუდიის ქირაობა. პიტერ გრანტის თქმით, ალბომის პროდიუსირებას 1.750 ფუნტი დასჭირდა (ყდის შექმნასთან ერთად). 1975 წლისათვის ალბომის გაყიდული ასლების რაოდენობა 7.000.000-ს გასცდა.Led Zeppelin-ის ყდამ საპროტესტო მიმართვები გამოიწვია, როდესაც 1970 წლის 28 თებერვალს, ჯგუფის კოპენჰაგენის კონცერტის შემდეგ, ოთხეული გაეხვია სკანდალში ევა ფონ ზეპელინთან (დაღუპული ჰინდენბურგის დირიჟაბლის შექმნელის ნათესავთან), რომელსაც არ ესიამოვნა ალბომის ყდაზე დირიჟაბლის კატასტროფის ხილვა.
მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი:ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship.[19]). ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს – განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც – ერთ-ერთი ასეთი „ზეიმის“ დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.
ლედ ზეპელინის ეოთხე ალბომი 1971 წლის 8 ნოემბერს გამოიცა. ყდაზე ჯგუფის ან ალბომის სახელწოდება არც კი იყო ნახსენები, მაგრამ გამოსახული იყო ოთხი უცნაური სიმბოლო: Zoso.svg. ჯგუფმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც პრესაში გაჩნდა მოსაზრებები, თითქოს ლედ ზეპელინის იმიჯი გაზვიადებული და მეტისმეტად ხმაურიანია. პასუხად, გამოიცა ალბომი, რომლის ყდაზეც არც იყო ნახსენები ჯგუფი – იმის დასამტკიცებლად, რომ ალბომი გაიყიდება ყოველგვარი ზედმეტი რეკლამის გარეშე. ალბომს ხშირად უწოდებენ ოთხ სიმბოლოს და მეოთხე ალბომს (კომპანიის Atlantic Records კატალოგში იგი ორივე სახელწოდებით არის შეტანილი). აგრეთვე გამოიყენება ტერმინები IVუსათაუროZosoრუნებიჯოხებიჯოხებიანი კაცი და ოთხი. მიუხედავად ამისა, ყველაზე ხშირად ალბომს უწოდებენ Led Zeppelin IV. ჟურნალ როლინგ სტოუნთან 2005 წლის ინტერვიუში პლანტმა ახსენა, რომ მას უბრალოდ მეოთხე ალბომს უწოდებენ.[20]
Zoso.svg-მ ჯგუფის მუსიკა შეიტანა უფრო მეტი აკუსტიკური ელემენტი, გარდა უკვე დამკვიდრებული მსუბუქი მეტალისა და ბლუზის მოტივებისა. ალბომში ჟღერს, როგორც მძიმე როკი (Black Dog), ასევე აკუსტიკური ბალადები (Going to California)[21]Rock and Roll უფრო როკ მუსიკის ფუძეების გახსენებაა. 2006 და 2007 წლებში ეს სიმღერა გამოიყენებოდა კადილაკის ავტომობილების რეკლამაში.
Zoso.svg Stairway to Heaven: ალბომში ასევე შესულია Stairway to Heaven, რომელსაც აქტიურად უშვებდა საკუთარ ეთერში სხვადასხვა სადგური, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა სინგლის სახით. სიმღერამ სკანდალი გამოიწვია, რადგანაც მასში იყო დაფარული ტექსტები სატანისტური გზავნილებით (როგორც ბევრი ამტკიცებს).2005 წელს ჟურნალმა Guitar World მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგაც Stairway to Heaven დაასახელეს ყველა დროის საუკეთესო გიტარის სოლოს მქონე სიმღერად.
2006 წლის 31 ივლისისათვის  მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა 23 მილიონი ასლის ოდენობით. შედეგად დისკი მოხვდა აშშ მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ალბომის ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით, გაყიდვების მხრივ იგი მეთერთმეტე ადგილზეა.
                                   tumblr_mk49g2BIPx1riwjk1o1_500
 მუსიკის ზოგიერთი კრიტიკოსი და სამღვდელოება მიიჩნევს, რომ ლამაზ და სასიამოვნო სიტყვებთან ერთად სატანისტური ტექსტებიც გვხვდება. მიუხედავად ამისა ჯგუფი დღესაც წარმოუუდგენდად კაშკაშებს. მათი ტექტები და შესრულების მაღალი დონე რადიკალურად განსხვავებულია დღევანდელი ამერიკული თუ ბრიტანული პოპ და როკ ჯგუფებისაგან. განა ასეც არ არის? რას უსმენს დღეს თინეიჯერთა უმეტესობ? – ერთი იმსტრუმენტით შესტულებულ სიმღერებს რომელტა ტექსტი, რეალურად, ორი წინადადებისგან შესგდება
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s