პინკ ფლოიდი ▲ PINK FLOYD

Pink Floyd -ნოვატორული ბრტინალური როკ-ჯგუფი, როკ-მუსიკის ისტორიაში რიგით მეშვიდე ყველაზე გავლენიანი და წარმატებული.ჟანრი: პროგესული როკი/ფსიქოდელიური როკი/არტ როკ/სფეის როკი/სიმფონიური როკიცნობილია ფილოსოსფიური ტექსტებით, აკუსტიკური ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური გაფორმებით და გრანდიოზული წარმოდგენებით. მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონი გაყიდული ალბომი, აქედან 75 მილიონი-ამერიკაში.ჯგუფი ჩამოყალიბდა 60იანი წლების შუა ხანაში, 70იანების დასაწყისიდან ითვლები ფსიქოდელიური როკის ჟანრში წამყვან ჯგუფად. 1973 წელს გამოვიდა მათი შემოქმედების მწვერვალად წოდებული ალბომი The Dark Side of The Moon.ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკალური თაობების აღზრდაზე, გახდა შთაგონების წყარო მრავალი ცნობილი მუსიკოსისთვის და კონკრეული ჟანრების ჟღერადობა შეცვალა.და მათი სახელიც სამუდამოდ დარჩება როკის დიდების დარბაზში , ჰიტ აღლუმების დიდების დარბაზში და გაერთიანებული ბრიტანეთის მუსიკის დარბაზში.
1476b683e6ba შემადგენლობა
სიდ ბარეტი (1946–2006) – ვოკალი, გიტარა (1965–1968)
დევიდ გილმორი (დ. 1946) – ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, სპეციალური ეფექტები (1968 – 1996, 2005)
ბობ კლოუზი (დ. 1945) – ბას-გიტარა, გიტარა (1965)
ნიკ მეისონი (დ. 1944) – დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1996, 2005)
როჯერ უოტერსი (დ. 1943) – ვოკალი, ბას გიტარა, გიტარა, პერკუსია, პროგრამირება (1965 – 1985, 2005)
რიჩარდ რაიტი (1943–2008) – კლავიშიანი ინსტრუმენტები, ორღანი, სინთეზატორები, ფორტეპიანო, მელოტრონი, ვოკალი (1965–1979, 1993–1996, 2005)
ბრიტანული როკ-ჯგუფი პინკ ფლოიდი არსებობის 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მსმენელს. ფსიქოდელიური ანდერგრაუნდის ჩარჩოებში შექმნილი ჯგუფის შემოქმედება დროსთან ერთად გაიზარდა და არტ-როკის კალაპოტში მოექცა-პრაქტიკულად მათ შექმნეს ახალი ჟანრი ფსიქოდელიური არტ-როკი. მთავარი მახასიათებელი მათი შემოქმედების მუდმივი ცვლილება და ექსპერიმენტებია რომელთა მიუხედავად მათი მუსიკა ყოველთვის ინარჩუნებდა საუკეთესოს და პროგრესულთან ერთად ძველი სტილიც დაკრავს, სწორედ ამის წყალობით მრავალი სხვა ჯგუფისგან განსხვავებით პინკ ფლოიდი ყოველთვის ახერხებდა ძველი მსმენელის შენარჩუნებასთან ერთად ახლი თაობის 10152589_572245859539273_7992264946175870099_nმოზიდვას და მათ ჩართვას ამ მუსიკაში. მათი ნოვატორულობა გამოჩნდა არამხოლოდ მუსიკაში არამედ ტექნიკურ მიღწევებშიც სტუდიურ ჩაწერასა და კონცერტებზე. ასე ჯგუფი ერთ-ერთი პირველი იყო რომელიც ლაზერულ შოუს, ანიმაციებსა და სლაიდებს იყენებდა. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ტექსტებსაც რომლებიც უმეტეს წილად საზოგადო პრობლემებს და შიშებს ასახავდა-მარტოობა, სასოწარკვეთა, სიკვდილის შიში. მსგავსი ტექსტები კიდევ უფრო აძლიერებს ისედაც დიდი გავლენის მქონე ინსტრუმენტალურ ნაწილს.


ჯგუფი შეიქმნა 60იანი წლების შუა ხანაში, ლონდონში. წევრები-გიტარსიტი და ვოკალისტი სიდ ბარეტი, ბას-გიტარისტი როჯეტ უოტერსი, რიკ რაიტი და ნიკ მეისონი.მათ მალევე დახვეწეს ხელი და ორიგინალური ტექსტების/მუსიკის შემქნა დაიწყეს.
პირველი ალბომი ( The Piper At The Gate Of Dawn, 1967 წ.) ძირითადად ბარეტის დაწერილ სიმღერებს შეიცავდა და ფსიქოდელიური ჟანრის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო გრძელი, დატვირთული, იმპროვიზირებული კომპოზიციებით. 1968 წელს ბარეტმა ჯგუფი დატოვა ნარკოტიკული ნივთიერების (LSD) მოხმარების გამო.
მისი ადგილი დეივ გილმორმა დაიკვა. მისი მონაწილეობით ჩაწერილ ალბომში ( A Saucerful Of Secrets, 1968 წ.) კარგად ჩანდა გახსნილი ფსიქოდელიიდან გადასვა უფრო კონსტრუქციულ მუსიკაში.
შემდეგი ალბომი ( More , 1969 წ.) წარმოადგენდა მუსიკას ამავე სახელწოდების მუნჯური ფილმისთვის ჰიპების ცხოვრებაზე. ამის შემდგომ ჯგუფს არაერთხელ შეუქმნია ფილემბის მუსიკალური გაფორმება ასე მაგალითად ალბომიObscured by Clouds.
საუკეთესო ეტაპი მათ შემოქმედებაში იწყება ალბომიდან ( Meddle, 1971 წ.). კომპოზიაციას Echoes ჯგუფის ბევრი თაყვანისმცემელი დღემდე საუკეთესო მათ კომპოზიციად თვლის. აქ არსებული მუსიკალური ფონი, ჰიპნოზის ეფექტის რითმი და ჟღერადობის მრავალფეროვანი ეფექტი ჯგუფის მახასიათებელი გახდა. 2ac6b6b75a26Overhead the albatross
Hangs motionless upon the air
And deep beneath the rolling waves
In labyrinths of coral caves
An echo of a distant time
Comes billowing across the sand
And everything is green and submarine.

ყველაზე დიდი წარმატების მომტანი კი აღმოჩნდა ალბომი (The Dark Side Of The Moon , 1973 წ) და მიუხედავად იმისა რომ ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკაში 200 საუკეთესო ალბომის სიაში 15წელზე მეტიგაძლო-რეკორდი რომელიც ჯერ არავის მოუხსნია! კრიტიკოსებიც და მსმენელიც აღტაცებული დარჩა იმ მიღწევებით მუსიკაში რომლებიც პინკ ფლოიდმა
ამ ალბომში გამოავლინა. ჯგუფი ნელ-ნელა მიიწევდა სულ უფრო დიდი წარმატებისკენ და ამასთან საოცარი ტემპებით ვითარდებოდა, მუდმივად იყენებდ არაღაც ახალს მაგრამ ამასთან ინარჩუნებდა საუკეთესოს, კლასკურს რაც შექმნის დღიდაბ დანერგა მსმენელში.
შემდეგი ალბომი ( Wish You Were Here, 1975 წ.), რომელიც ეძღვნებოდა სიდ ბარეტის ტრაგიკულ ბედს ა.შ.შ-ს და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ პოზიციებზე მოექცა. სიდის ტრაგიკული ისტორიის გარდა რომელიც ნარკოტკულ ნივთიერებები გატაცებას შეეწირა ჯგუფი შეეხო მუსიკალური ინდუსტრიის პობლემებს-კონკრეტულად ხმის ჩამწერი სტუდიების გულგრილობას ხელოვნების მიმართ და იმას რომ პრიორიტეტული მუსიკალურ კულტურაში ფული გახდა და არა თვითონ მუსიკა რითაც ხმის ჩამწერი რამოდენიმე სტუდიის უკმაყოფილება გამოიწვია. ალბომი შესულია ჟურნალი როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო ალბომების სიაში, ჟურნალ Q-ს მკითხველებმა ალბომი თავისი საყვარელი ალბომების სიის #34ადგილზე შეიტანეს, ასევე ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების სიაში მოხვდა და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ჯგუფის შემოქმედებაში . ყველა ტექსტის ავტორი იყო-როჯერ უოტერსი.                                                                             9f0d8a5d54beSo, so you think you can tell
Heaven from Hell blue skies from Pain
Can you tell a green field
From a cold steel rail ?
A smile from a veil ?
Do you think you can tell


ახალი ეტაპი ჯგუფის შემოქმედებაში აღმოჩნდა ალბომი ( Animals, 1977 წ) სადაც სიმღერები გახდა უფრო აგრესიული და რითმული გახდა, ტექსტები კი სატირის შემცველი. 1979 წელს განხორციელდა მათი ყველაზე ამბიციური პროექტი ორმაგი ალბომი- ( The Wall ). 15 კვირის განმავლობაში ამეირკულ სიაში პოპულარული მუსიკის ალბომი პირველ პოზიციას არ თმობდა. ალბომში შესული სიმღერა Another Brick In The Wall გახდა პირველი მათი კომპოზიცია რომელმაც ბრიტანეთის და ამერიკის ჩარტები დაიპყრო. 1977 წელს ჯგუფი რაიტმა დატოვა. შემდეგი ალბომი ( The Final Cut, 1983წ.) პრაქტიკულად უოტერსის დაწერილი იყო და ყველაზე „ღარიბია“ ჯგუფის შემოქმედებაში.
1986 წელს-ჯგუფი დაიშალა. გაერთიანდა 1987 წელს რადგანაც აშკარა გახდა რომ სოლო პროექტები ცალკეული წევრების არავის არ იზიდავდა-საჭირო იყო ჯგუფური შემოქმედება.
დღემდე ჯგუფის ბოლო ალბომია ( Echoes , 2001 წ)
ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა მუსიკის განვითარებაზე და მათი სახელიც სამუდამოდ დარჩება როკის დიდების დარბაზში , ჰიტ აღლუმების დიდების დარბაზში და გაერთიანებული ბრიტანეთის მუსიკის დარბაზში. მათი გავლენა და შთაგონებარადიოჰედის და დევიდ ბოუის შემოქმედებაშიც იგრძნობა. ის ნოვაციები რაც მათ ჟანრების შერწყმაში, ტექსტებში ფიოლოსფიური ორმხრივი იდეების ჩადებაში და აკუსტიკურ თუ ტექნკურ სიახლეებში დანერგეს სამუდამოდ იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
მათი ცოცხალი შესრულებები და კონცერტები ბრწყინვალე მაგალითია უმაღლესი ჟღერადობისთვის ეფექტის დამატების მედია-საშუალებები და ხმოვანი ეფექტების გამოყენებით.
10152647_686980408010212_696908666_n

Advertisements

3 thoughts on “პინკ ფლოიდი ▲ PINK FLOYD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s